ყვარლის რაიონის ორი ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის გამო ხელისუფლებასაკრიტიკებს. სოფელ ახალსოფელისა და გავაზის მცხოვრებლები მძიმე პირობებზე რუსთავი 2-თან საუბრობენ.
პანკრიასით დაავადებულ მამაკაცს მეუღლე უვლის, ის წამლებისა და საჭმლის ფულის არქონაზე საუბრობს და ამბობს, რომ სოციალური დახმარება მას ახალმა ხელისუფლებამ მოუხსნა, თუმცა რის საფუძველზე არ იციან.
მეორე ოჯახში მოხუცებული დედა და მისი შვილი ცხოვრობენ. დედა ლოგინად არის ჩავარდნილი. შვილს ცალი ფეხი დაზიანებული აქვს, მაგრამ პენსია რომ დაუნიშნეს და უთხრეს, რომ პენსიისათვის მას ორივე ფეხზე უნდა ჰქონდეს პრობლემა. მოხუცებულს შვილიშვილი წელიწადნახევრის წინ დაიღუპა. სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღებას ისიც უშედეგოდ ითხოვს.
ავტორი: მაია ლომიძე.