კახეთში ახლა რთველია, თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს სეტყვამ მოსავალი სრულად, ან ნაწილობრივ გაუნადგურა. არიან ისეთებიც, რომლებმაც ღვინის დასაყენებლად ყურძენი იყიდეს. კახეთში ყვებიან, რომ სეტყვის დანადგარი, რომელიც უკვე წლებია რეგიონში განათავსეს, წელს დაგვიანებით აამუშავეს.
ადგილობრივები რუსთავი 2-ის კამერასთან საუბრის დროს აცხადებენ, რომ მაისში მოსული სეტყვის დროს დანადგას სეტყვის დამშლელი ჭურვები არ გაუსროლია, თუმცა იხსენებენ, რომ
რეგიონში რამდენიმე დღის წინ მოსული სეტყვის დროს დანადგარმა იმუშავა დაგვიანებით.
მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ვენახებს ბანკიდან აღებული ფულით მოუარეს და ახლა მოსავლის გარეშე დარჩენილებმა არ იციან როგორ უნდა დაფარონ აღებული კრედიტები.