20 ნოემბერი 2024,   00:54
ვრცლად
უხარისხო შხამ-ქიმიკატები - მოსავლის გარეშე დარჩენილი კახელების ნაწილმა ვენახში თხილის ხეების დარგვა დაიწყო

კახეთში რთველია, თუმცა გლეხების დიდი ნაწილი იმ თანხის ამოღებასაც ვერ ახერხებს, რაც მათ ვენახის მოსავლელად დახარჯეს. მათი ნაწილი ამას შხამ-ქიმიკატებს აბრალებს. გლეხები ამბობენ, რომ სხვადასხვა ფირმის შეფუთვებში ერთი და იგივე შხამ-ქიმიკატია მოთავსებული. გლეხები მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ ეს საკითხი კონტროლზე აიყვანოს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ წელს ყურძნის ფასი არა ერთი ლარი არამედ 0,36 თეთრია 0,80 თეთრამდე კი სახელმწიფოს მიერ გაღებული სუბსიდიით ადის. 

კახელების ნაწილმა უკვე დაიწყო ვენახებში თხილის ხეების დარგვა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს უფრო მომგებიანია. 

კახეთში რუსთავი 2-ის კამერასთან საუბრის დროს მოქალაქეები მთავრობას უყურადრებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ "4 წელიწადში ერთხელ გამარჯობით და ხელის ჩამორთმევით ოჯახს ვერ არჩენენ." 

დღის ამბები