20 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
უნივერსიტეტის რექტორმა, აუდიტორია 115 ერთ ერთი მოთხოვნა დაამაყოფილა

სტუდენტთა ერთ-ერთი მოთხოვნა შესრულდება - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებთან დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმება გაფორმდება - შესაბამისი ცვლილება რექტორის ბრძანებაში აისახება.

ადმინისტრაციის ინფომრაციით, თითოეული ასეთ განცხადების შესწავლა ინდივიდუალურად მიმდინარეობს. სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით გიორგი შარვაშიძისგან რეალურ ქმედებებს აუდიტორია 115-ის წევრები უახლოეს პერიოდში ელოდებიან.

წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ. რექტორი სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

დღის ამბები