პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი დღეს მომავალი 5 წლის ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიას გამოაქვეყნებს.
დოკუმენტში ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციის ღირებულებები, მისია, ძირითადი ფუნქციები და მიზნებია წარმოდგენილი.
თამარ ქალდანი აქცენტს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე აკეთებს და იმ ვალდებულებებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გააჩნია.