ახალი საზოგადოებრივი ცენტრი ვალეში. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა იუსტიციის მინისტრმა მიიღო. ეს უკვე რიგით 37-ე ცენტრია საქართველოში.
საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი, იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. ახალი ობიექტი საზღვრის პირა 13 სოფლის, 14 ათასამდე მცხოვრებს მოემსახურება.