პაატა ბურჭულაძის მოძრაობის ოფისი დარბეული დახვდათ მახინჯაურში. შენობას მინები აქვს ჩამსხვრეული, დაზიანებულია ბანერები. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ფაქტი სავარაუდოდ გვიან ღამე მოხდა.
ბურჭულაძის თანაგუნდელები მომხდარში ოპონენტებს ადანაშაულებენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.