20 ნოემბერი 2024,   00:56
ვრცლად
ახალი რექტორის რეალურ ქმედებებს "აუდიტორია 115" უახლოეს პერიოდში ელოდება

სტუდენტთა ერთ-ერთი მოთხოვნა შესრულდება - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებთან დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმება გაფორმდება - ცვლილება რექტორის ბრძანებაში აისახება.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ ვაპირებთ, რომ დავიწყოთ მუშაობა ყველამ ერთად სტრატეგიულ დოკუმენტზე. ძალიან ბევრი სტუდენტი უკვე დაინტერესდა. აკადემიური საბჭო იქნება წამყვანი თემის,“ - აღნიშნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით, გიორგი შარვაშიძისგან რეალურ ქმედებებს აუდიტორია 115-ის წევრები უახლოეს პერიოდში ელოდებიან.

წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.

დღის ამბები