20 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
ოზურგეთში, ქართული ოცნების ოფისთან, ახალდაგებული გზა ჩავარდა

ოზურგეთში, ქართული ოცნების ოფისთან, ახალდაგებული გზა ჩავარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ახალდაგებული გზა ქართული ოცნების ოფისის მოპირდაპირე მხარეს, ლუდის ბარ "ნატახტარის" წინ ჩავარდა.

ფეხით სავალი გზის რამდენიმე მეტრზე ჩავარდნა, სავარაუდოდ, მის ქვეშ გამავალმა მდინარე სკურჩამ გამოიწვია.

ტროტუარების მოწყობა ჭავჭავაძის ქუჩის ორივე მხარეს ერთი თვის წინ დასრულდა და მასში ადგილობრივმა ხელისუფლებამ 148 000 ლარი დახარჯა. 

 

დღის ამბები