01 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
ხმაური აღმაშენებლის გამზირზე - დაკავებულია რამდენიმე პირი

ამ წუთებში ხმაურია აღმაშენებლის გამზირზე, სადაც საპატრულო პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. 

მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაცია ქართული ძალის წევრები გამზირზე აქციას მართავდნენ. 

მათ თურქულ რესტორნებთან შეძახილებით "დიდება ერს, სიკვდილი მტერს" ჩაიარეს. 

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, დაკავებულია 10-მდე ადამიანი. 

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

 

დღის ამბები