07 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
ბაგრამის ბაზაზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო

ძლიერი აფეთქება მოხდა ავღანეთში, ნატოს ბაგრამის ავიაბაზაზე. დაიღუპა 4 და დაშავდა 14 ამერიკელი  სამხედრო. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო თალიბანმა. დაჯგუფების ცნობით, ბაზის სასადილოსთან თავი ერთ-ერთმა თვითმკვლელმა მებრძოლმა აიფეთქა.

ქაბულის მახლობლად მდებარე ბაგრამის ავიაბაზა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმსხვილესი სამხედრო დაწესებულებაა ქვეყანაში. თალიბებმა თავდასხმა გუშინ ავღანეთში, გერმანიის საკონსულოზეც მოაწყვეს, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, თავდასხმის დროს ტერორისტებს წინააღმდეგობას, საკონსულოს დაცვის თანამშრომლებთან და ავღანელ სამხედროებთან ერთად, გერმანელი, ქართველი, ბელგიელი და ლატვიელი ჯარისკაცებიც უწევდნენ. 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები