19 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ "რუსთავი 2-ის" საქმე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოში დააბრუნოს

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ რუსთავი 2-ის საქმე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოში დააბრუნოს. პაატა სალია ამავე დროს იმედოვნებს, რომ საქმე მათ სასარგებლოდ დასრულდება.

„იმედი გვქვს, რომ საქმე ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოში დააბრუნოს,“- განაცხადა პაატა სალიამ.

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საჩივრების განხილვის თარიღი დაასახელა. ტელეკომპანიის საქმეზე უმაღლესი ინსტანცია ზეპირი მოსმენის გარეშე 21 ნოემბერს იმსჯელებს.

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები