19 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმეს უზენაესი სასამართლო ტელეკომპანიის წარმომადგენლების გარეშე განიხილავს

ორშაბათს რუსთავი2-ის საქმეს უზენაესი სასამართლო ტელეკომპანიის წარმომადგენლების გარეშე განიხილავს. ეს სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატებს ტელეფონის საშუალებით შეატყობინეს.

სავარაუდოდ, ასევე ტელეფონით შეიტყობს რუსთავი2 გვენეტაძის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებასაც, რადგან დასაბუთებული არგუმენტების და პრეცედენტული შემთხვევების დასახელების მიუხედავად უზენაესმა ზეპირ მოსმენაზე უარი განაცხადა.

ზეპირ მოსმენაზე უარის თქმის მიუხედავად, რუსთავი2-ის იურისტებს იმედი აქვთ, რომ უზენაესი სასამართლო საქმეს ქვემდგომ ინსტანციაში დააბრუნებს. მსგავსი ვარაუდის საფუძველს სამაუწყებლო კომპანიის უფლებადამცველებს რამდენიმე ფაქტი აძლევს. მათ შორის ის, რომ უზენაესი სასამართლოს ამავე შემადგენლობას მსგავსი შინაარსის საქმეზე უკვე აქვს ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. ასევე ერთ-ერთ მოსამართლის, ეკატერინე გასიტაშვილის, კოლეგიამ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მიმდინარე განხილვის დროს საპროცესო დარღვევების ფაქტები აღიარა.

საქმეს სასამართლო კოლეგია ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის და ბესარიონ ალავიძის შემადგენლობა განიხილავს.

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები