ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში რუსთავი2-ის საქმეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „საქართველოში დღეს ხელისუფლებას არცერთ არხზე გავლენა არ აქვს“.
„ხელისუფლების გავლენის ქვეშ არცერთი მედიასაშაუალება არ უნდა მოექცეს. ეს საშიში რამ არის და ასეთს ადგილი არა აქვს. თქვენ ხართ მხარე. გასაგებია, რომ პარტიული ტელევიზია ხართ. თქვენმა არხმა ბევრი რამ შეძლო და მათ შორის ის, რომ დღეს კარგი ხელისუფლება რომ გვყავს, ნაწილობრივ, თქვენი დამსახურებაც იყო, რადგან კრიტიკასაც კეთილშობილური მიზნები აქვს. მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, გისურვებთ წარმატებას," - აღნიშნა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, სასამართლო დამოუკიდებელი და თავისუფალია.
მან მმართველი გუნდისა და პრეზიდენტთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად არ მიიღებს.