„ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ერთი უბირი ოლიგარქი იღებს,“ - რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა.
ზაზა ბიბილაშვილმა რუსთავი2-ის მიმართ ბიძინა ივანიშვილის დაინტერესებაზე ისაუბრა.
„დიპლომატები გვეუბნებიან, რომ მასთან მიმდინარეობს პირდაპირი საუბარი რუსთავი2-ის თემაზე. დიპლომატებმაც არ იციან, რამდენად ესმის ბიძინა ივანიშვილს საფრთხე, რის წინაშეც დგას. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ის შეეცადოს, ორშაბათს რუსთავი2 წაიღოს, მაგრამ თუ ის ამას შეეცდება, რუსთავი2 იქნება ის ლუკმა, რომელიც მას ყელში გაეჩხირება... ორშაბათს რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი ჩვენ ხელშია. თუ ივანიშვილი შეეცადა ამ ტელეკომპანიის წაღებას, ეს არ იქნება არაფრის დასასრული. ეს იქნება დასაწყისი იმ პროცესის, რომელიც დასრულდება ივანიშვილის ამ ქვეყნიდან განდევნით, “ - განაცხადა ბიბილაშვილმა.