ხელისუფლება რუსთავი2-ს გამალებით ებრძვის - ამის შესახებ განცხადება ენმ-ის წევრმა, ელენე ხოშტარიამ, კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ორშაბათს უზენაესი სასამართლოს სხდომა ამ ბრძოლის გაგრძელება იქნება.
"ყველა საუბრობს, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი და ამ ბრძოლით ქვეყანას უკვე აქვს საერთაშორისო ზიანი მიღებული. წელიწადნახევარია, ხელისუფლება ებრძვის რუსთავი2-ს ყველა ხერხით. რუსთავი2 არის დღეს ერთადერთი ბერკეტი ხელისუფლებაზე კონტროლისა, ანუ ხელისუფლებამ შესაძლოა, საკონსტიტუციო ზიანის დონის გადაწყვეტილება ისე მიიღოს, რომ ამის ამხსნელი ტელევიზიას კი აღარ დარჩეს ქვეყანაში,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ, რომლის თქმითაც ორშაბათს, 2 საათზე ენმ უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი2-ის მხარდამჭერი აქციის გამართვას გეგმავს.