თავისუფალი დემოკრატების ლიდერს, შალვა შავგულიძეს, ორშაბათს უზენაესი სასამართლოში რუსთავი2-ის საქმის განხილვიდან ნეგატიური მოლოდინი აქვს.
როგორც შალვა შავგულიძემ კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, ქართულ ოცნებას რუსთავი2-ზე კონტროლის დამყარების დაუფარავი სურვილი აქვს.
„ქართული ოცნების ხელისუფლებას დაუფარავი სურვილი აქვს, გააკონტროლოს რუსთავი2. ამიტომ, სამწუხაროდ, კარგის მოლოდინი არ მაქვს. ძალიან ცუდი დასაწყისია, რომ დემოკრატიული განვითარების ესოდენ დიდი მნიშვნელობის საქმეზე ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარდეს განხილვა. ხელისუფლება ძალიან ცუდ გზას დაადგა - ხელისუფლების უზურპაციის გზას. მივიღეთ ერთპარტიული დიქტატურა, რომელიც ხორციელდება ავტოკრატიული არაფორმალური მმართველობის სახით. ეს ყველაფერი რომ დაიფაროს და არ მოხდეს ამის მხილება, ამისთვის სჭირდებათ სრული კონტროლი მედიასაშუალებაზე. ასეთი მმართველობა დემოკრატიულ ზეიმად სურთ გაასაღონ და ამ მიზანს ეწირება რუსთავი2-ის დამოუკიდებლობა,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.