საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა, თამარ კორძაიამ, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში რუსთავი2-ის საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამაუწყებლო კომპანიის საქმე უმნიშვნელოვანესია და ეს პროცესები სხვა მედიასაშუალებების ეთერითაც უნდა შუქდებოდეს.
თამარ კორძაია გაკვირვებულია გადაწყვეტილებით, რომ ორშაბათს უზენაეს სასამართლოში რუსთავი2-ის პროცესი ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა გაიმართოს.
„ჩაკეტილი სასამართლო, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა დაწეროს, ვერასოდეს ვერ მოიპოვებს ნდობას,“ - აღნიშნა კორძაიამ და ასევე დაამატა, - „რას ერიდება უზენაესი სასამართლო? ალბათ, არ უნდა ხმაური“.
თამარ კორძაიას თქმით, საზოგადოებას აინტერესებს და უნდა, რომ დაინახოს, თუ როგორ მუშაობს სასამართლო.
„ვერ დავინახეთ სასამართლოს მხრიდან გახსნილი დამოკიდებულება მართლმსაჯულების განხორციელებისადმი,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.