19 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
მანანა ნაჭყებიას განცხადებით, რუსთავი2-ის საქმეზე ყველა სასამართლო პროცესი ხელისუფლებისგან მართული იყო

ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური მდივანი, მანანა ნაჭყებია, ქვეყენაში დამოუკიდებელი მედიის არსებობის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ "ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე სასამართლო პროცესები იყო ხელისუფლების მხრიდან მართული".

ამის შესახებ მანანა ნაჭყებიამ კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„სამწუხაროდ, ვერ დავესწრებით ორშაბათს სხდომას და ვერ ვნახავთ, როგორ იმუშავებს უზენაესი სასამართლო. მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ქვეყანაში სასამართლოსადმი ნდობა არ არსებობს. თუმცა, მინდა დავიტოვო იმედი, რომ უზენაესი სასამართლო იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს სასამართლო დემოკრატიულ ქვეყნებში,“ - აცხადებს მანანა ნაჭყებია.

დღის ამბები