არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ, რუსთავი2-ის საქმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მშვენიერაძის განცხადებით, სამაუწყებლო კომპანიის საქმე საზოგადოება განსაკუთრებით ადევნებს თვალს.
„უზენაეს სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი აქვს ჩასაბარებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში. მინდა, მჯეროდეს, რომ უზენაესი სასამართლო არ იქნება ისეთივე ტიპის მდაბიური მართლმსაჯულების განმახორციელებელი, როგორც ვნახეთ პირველ და მეორე ინსტანციებში,“ - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.