მედიამკვლევარი ნინო დანელია რუსთავი2-ის, როგორც ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი ტელეკომპანიის, მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ტელევიზიის „ფასი“ არჩევნების შემდეგ ასჯერ გაიზარდა.
ამის შესახებ ნინო დანელიამ კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი მედია იყო ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების პერიოდში და დღეს რუსთავი2-ის ფასი არის ასჯერ გაზრდილი იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა,“ - განაცხადა ნინო დანელიამ და ორშაბათის უზენაესი სასამართლოს სხდომის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ასეთი დიდი საზოგადოებრივი ინტერესის დროს სხდომის დახურვა სრულიად გაუგებარია და კითხვებს აჩენს.