უზენაესი სასამართლო დღეს რუსთავი 2-ის საქმის განხილვას იწყებს. კოლეგია ტელეკომპანიის იურისტების სარჩელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2 მოითხოვს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს სააპელაციოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა, ასევე საქმე განსახილველად ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს.
რუსთავი 2 მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვასაც მოითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილა, შესაბამისად სხდომა დახურული იქნება და მას მხარეები არ დაესწრებიან.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს აქვთ ისტორიული შანსი, რომ თავიანთი სიტყვა თქვან და გადაარჩინონ დემოკრატია და დაუმტკიცონ ბოროტ, მავნე ძალებს, რომ მოსამართლეები არიან ანგარიშგასაწევი ძალა და არ შეიძლება, რომ ვიღაცის დაკვეთით და პრეფერენციებით სასურველი შედეგების დადგომით, ასე მარიონეტებივით გამოიყენონ ეს მოსამართლეები,“ - აცხადებს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი.
ამ დრომდე უცნობია, რომელ საათზე ჩაინიშნება სხდომა.