უზენაეს სასამართლოსთან რუსთვი 2-ის მხარდამჭერ აქციას გამართავს დღეს ნაციონალური მოძრაობა. ისინი უმაღლეს ინსტანციას მოუწოდებენ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და საქმე განსახივლელად ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს.
ამ მოწოდებას სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილიც იზიარებს. მათი აზრით, რუსთავი 2-ის საქმის პარალელურად, წყდება საქართველოში მედიისა და სიტყვის თავისუფლების ბედი.
„რუსთავი 2-ის საკითხის დასრულება ისე, როგორც ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს, მოუტანს ძალიან დიდი ზიანს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.