19 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
არჩევნებიდანვე რამდენიმე დღეში ასეთი საქმე, უკეთესი იქნებოდა, ცოტა მოგვიანებით ყოფილიყო - თამარ ჩუგოშვილი "რუსთავი 2"-ის პროცესზე

სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება უმრავლესობა, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს. მათივე აზრით, კარგი იქნებოდა თუ სხდომა არჩევნების დასრულებიდან ასე მალე არ ჩაინიშნებოდა.

"სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ და ვნახოთ როგორი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მითუმეტეს დემოკრატიული ქვეყნისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული და თავისუფალი მედია. ამიტომ, შემიძლია მე უბრალოდ იმედი გამოვთქვა და ჩემი სურვილია, რომ როგორც არ უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, მედია იქნება ობიექტური და კრიტიკული. არჩევნებიდანვე რამდენიმე დღეში ასეთი საქმე, რომელიც ვნებათაღელვას იწვევს, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ ცოტა მოგვიანებით ყოფილიყო,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ქართული ოცნების კიდევ ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ სამართლებრივ ნაწილში კითხვის ნიშნები არ უნდა დატოვოს.  

დეპუტატი ასევე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საქმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და პროცესის პოლიტიკური სარჩულისგან გათავისუფლება.

დღის ამბები