19 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
"გარკვეული გაგებით წყდება ქვეყნის ბედიც" - ოპოზოცის "რუსთავი 2"-ის საქმეზე

რუსთავი 2-ის საქმის ირგვლივ განმვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან ოპოზიხციაში. რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლო საქმეს დაბრუნდება კვლავ ქვემო ინსტანციაში, რადგან, ლევან ბერძენიშვილის აზრით, იქ აშკარად დარღვეული იყო პროცესუალური ნორმები.

„წყდება თვითონ სასამართლოს ბედიც, გარკვეული გაგებით წყდება ქვეყნის ბედიც, რადგან, ფაქტობრივად მივიღებთ სურათს, როდესაც ყველა მნიშვნელოვანი მედია არხი იქნება ერთ ხელში,“ - აღნიშნავს ლევან ბერძენიშვილი.

ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური მდივანი აცხადებენ, რომ მედიაში აშკარად ხდება სერიოზული გადაჯგუფება, რაც მანანა ნაჭყებიას თქმით, სერიოზული ეჭვის საბაბს იძლევა

"ხელისუფლებამ არჩევნების გზით მიითვისა ძალაუფლება, გაყალბებით და ათასნაირი მაქინაციებით და დღეს დარჩა ბოლო მაქინაცია ჩასატარებელი, სიტყვის თავისუფლების ბოლო დემოკრატიის ფანჯრის დახურვა,“ - აღნიშნა საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარემ, პაატა დავითაია. 

დღის ამბები