19 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
"დაიცავით რუსთავი 2" - ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის ირგვლივ სასამართლო დავა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქმის განხილვას იწყებენ. ამასთან დაკავშირებით სამაუწყებლო კომპანიაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. 

განცხადება ჟურნალისტებისთვის არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, გააკეთა. 

"შესაძლოა დღეს წყდება, მაგრამ დღეს ნამდვილად იწყება არა მარტო ჩვენი, ჩვენი კომპანიის, ჩვენი გულშემატკივრების ბედი, არამედ ყველა იმ ადამიანის ბედი, ვინც გვიყურებს, ვინც ჩვენს წინააღმდეგაა და მათ შორის იმ ადამიანების ბედი, რომლებიც ამ საქმეს გადაწყვეტს, 3 მოსამართლის კარიერული ბედი, ქალბატონი ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის და ბესარიონ ალავიძის. დღეს წყდება ამ სამი ადამიანის მიერ თუ როგორ გზას აირჩევს საქართველო. იქნება რუსული მოდელის ოლიგარქია, თუ იქნება სუსტი, მაგრამ დემოკრატია. ექნება არადემოკრატიული აწმყო მაგრამ ექნება დემოკრატიის პერსპექტივა. ამ გადაწყვეტილებას პერსონალურად 3 მოსამართლე იღებს.

"უზენაესი სასამართლოს სამ მოსამართლე ნებისმიერ შემთხვევაში შევლენ ისტორიაში მაგრამ თვითონ უნდა აირჩიონ როგორ შევლენ ისტორიაში. ხელისუფლება რომელიც თვითონ მართავს პროცესებს, უნდა გააცნობიეროს რომ დღეს წყდება მისი ბედიც. ჩვენ არასდროს არ შევიცვლით ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას. დავრჩებით კრიტიკულ ტელევიზიად იმ შემთხვევაში თუ რუსთავი 2 იქნება დღეს. ჩვენ არ დავიხევთ უკან არ გადავხედავთ ჩვენს
სარედაქციო პოლიტიკიას და მუდმივად კრიტიკულები ვიქნებით, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენი არჩევანია. მედიის საქმე არის კრიტიკა და არა ხელისუფლებისთვის ტაშის დაკვრა. მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი

"ყველა აქ მდგომის აზრით ასე ჯობია ქვეყნისთვის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ჩვენი შვილების მომავლისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს კრიტიკული ტელევიზიის ქონა და დისკომფორტში ყოფნა, მაგრამ სამაგიეროდ ევროატლანტიკური პერსპექტივის დატოვება, საკუთარი შეცდომების მყისიერად გაგება, თუ მეორე მხრივ პრაქტიკულად მოსპობა დემოკრატიის მომავლის, გამოჯახუნება ევროპის კარების სამაგიეროდ კრიტიკის არ ქონა ერთმანეთის მოტყუება, რომ ყველაფერი კარგად არის და მოსახლეობის დატოვება კრიტიკული და საღი აზრის გარეშე. მე ეს გავლილი მაქვს, როგორც მთავრობის წევრს. მერწმუნეთ, ძალიან მძიმე შეცდომის დაშვება იქნება თქვენი მხრიდან," - აცხადებს ნიკა გვარამია. 

მისივე თქმით, არ ტელევიზია და მისი თანამშრომლები არ კარგავენ რწმენას, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს პირველ რიგში მოსამართლეებში.

"ჩვენი მტკიცე და მკაფიო გადაწყვეტილებაა, არ დავთმოთ რუსთავი 2, ნებისმიერ ვითარებაში
ნებისმიერი გადაწყვეტილების პირობებში დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ტელეკომპანია, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, დავიცვათ ჩვენი მაყურებლის ინტერესი.

"ამ შენობაში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც სწამთ იმის, რასაც აკეთებენ, რომლებიც ემსახურებიან ქვეყანას, როგორც შეუძლიათ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსთავი 2-ის ტელემაყურებელს ჩვენს მხარდამჭერებს და არა მხოლოდ მათ, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის განცდა.

"დაიცავით რუსთავი 2 თქვენს გარეშე ეს ამბავი ძალიან გართულდება. ყველა გზით, რომელიც ნებადართულია კანონით, თავისუფლების დაცვა ისეა თქვენს ხელში, როგორც არასდროს. შეიძლება არასდროს არ გქონდეთ ბედნიერება დაიცვათ საკუთარი ქვეყნის და ბავშვების მომავალი. გამოდით აქციაზე, სადაც მოგიწოდებენ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოდით ჩვენს დაძახილზე და ფიზიკურად დაიცავით რუსთავი 2. დღევანდელი დღე უნდა გავაკეთოთ ჩვენ თვითონ. რუსთავი 2 აგრძელებს ბრძოლას," - აცხადებს ნიკა გვარამია. 

 

 

 

დღის ამბები