ნაციონალური მოძრაობის წევრები 2 საათისთვის უზენაეს სასამართლოსთან აპირებენ მისვლას, სადაც პროცესი უნდა გაიმართოს. ოპოზიციის წარმომადგენლები საზოგადოებას მოუწოდებენ, დემოკრატიის დასაცავად სასამართლოსთან შეიკრიბონ.
„იმედი მაქვს, რომ ყველა მოსამართლეს ესმის, რომ ისინი დღეს იღებენ გადაწყვეტილებას, რომელსაც, შესაძლოა, ჰქონდეს ფუნდამენტური ზეგავლენა, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ ჩვენ. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ დღეს ამ ქვეყნის მომავალი, ამ ქვეყნის დემოკრატიის მომავლის ბედი წყდება მათ შორის უზენაეს სასამართლოში,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.