19 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
"არაფერ შუაშია არჩევნები და სასამართლოს გრაფიკი" - მამუკა მდინარაძე "რუსთავი 2-ზე"

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მთავარია სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი და კანონიერი იყოს. მათი თქმით, სამაუწყებლო კომპანიის საქმის გადაწყვეტა სასამართლოს პრეროგატივაა.

„შეთქმულების თეორიებზე ნუ გავაკეთებთ აქცენტს, არაფერ შუაშია არჩევნები და სასამართლოს გრაფიკი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც იქნა დამოუკიდებელი სისტემა, ინსტიტუტი, მას აქვს თავისი გრაფიკი, გეგმა. ვფიქრობთ, ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არაფერ შუაშია არჩევნებთან, სამთავრობო გუნდთან,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.   

ამავე თემაზე
დღის ამბები