"ძალადობრივი არჩენების შემდეგ ივანიშვილმა რაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით, ის ცდილობს ქვეყანაში ყველაზე მძლავრი დამოუკიდებელი, ოპოზიციური ტელევიზია ხალხს მოპაროს. რუსთავი 2-ის წაქცევა იქნება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი თავად ივანიშვილისთვის,“ - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გააკეთა.
ამ წუთებში უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე და სახელისუფლებო დაკვეთაზე საუბრობენ.
ისინი მოუწოდებენ მოსამართლეებს, მიიღონ სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერი გადაწყვეტილება.
„დღეს გვაქვს უმძიმესი ფონი ბოლო წელიწადია, ტრაექტორია ქვეყნის, მაგრამ რუსთავი 2-თან დაკავშირებული გადაწყვეტილება მხოლოდ რუსთავი 2-ს არ შეეხება, არ შეეხება მხოლოდ იმ ხალხს, ვისაც პოლიტიკური შეხედულებები აქვს, მაგალითად როგორც მე, შეეხება მთელი ქვეყნისთვის ეს იქნება ხარისხობრივად უმძიმესი დარტყმა ჩვენი ლიბერალური დემოკრატიისთვის, დემოკრატიული ტრადიციისთვის, უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ლეიბორისტული პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი ყოველთვის დგას და იდგება რუსთავი 2-ის გვერდით.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.