ამ დრომდე უცნობია დაიწყო თუ არა სასამართლო სხდომა უზენაეს სასამართლოში. მოსამართლეები სწორედ დღეიდან იწყებენ მსჯელობას რუსთავი 2-ის საქმეზე.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის გაიმართება სხდომა, არ აქვთ არც უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურში, სადაც აცხადებენ, რომ ინფორმაციას ისინი პროცესის მიმდინარეობის შესახებ სამდივნოს მეშვეობით შეიტყობენ.
რუსთავი 2-ის იურისტები ამბობენ, რომ უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მოსმენისა და მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ უნდა მიეღო.
ავდოკატ ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, რუსთავი 2-ის საქმე სრულად პოლიტიზირებულია.
„თუ ვივარაუდებთ, რომ ამ საქმეში რაიმე შუაში არის ქართული კანონმდებლობა და არსებული სასამართლო პრაქტიკა, მაშინ ჩვენ სანერვიულოდ საერთოდ არ გვაქვს საქმე, თუმცა მაშინ, როდესაც ქვეყანას მართავს არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი, რომელმაც გააუქმა ყველა ინსტიტუტი და დაიქვემდებარა ყველა ინსტიტუტი, ხელისუფლებს ველა შტო საქართველოში, გამორიცხული არაფერია, ვინაიდან სასამართლოც გაუქმებულია, საკონსტიტუციოც, გაუქმებულია, პარლამენტიც.
"ხელისუფლების აღმასრულებელი შტო პრაქტიკულად მისი ოჯახის ხელქვეითებისგან შედგება, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიყოთ საბრძოლო რეჟიმში, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი ტიპის განვითარებისთვის და ეს ასეც არის. მე მინდა გითხრათ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ რუსთავი 2-ს,“-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილიმა.
იურისტები განმარტავენ, რომ არაერთი პროცესუალური დარღვევის გამო, საქმე ქვემო ინსტანციაში უნდა დაბრუნდეს.