19 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
„იმედს ვიტოვებ, რომ უზენაეს სასამართლოში საღი აზრი გაიმარჯვებს“ - ზაალ უდუმაშვილი

„იმედს ვიტოვებ, რომ უზენაეს სასამართლოში საღი აზრი გაიმარჯვებს,“- ეს განცხადება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა უზენაეს სასამართლოსთან გააკეთა, სადაც სამაუწყებლო კომპანიის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარებს.

სამოქალაქო აქტივისტები რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე და სახელისუფლებო დაკვეთაზე საუბრობენ.

 „ივანიშვილი ცდილობს გააკეთოს ის, რაც ვერ შეძლო არჩევნებამდე, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზეწოლის და ჩვენი წინააღმდეგობის გამო. ახლა ის ცდილობს, რუსთავი 2 წაიღოს არჩევნების შემდეგ, ამით ის მონოპოლიზებას მოახდენს მთელი მედიაგარემოსი, საკონსტიტუციო უმრავლესობასთან ერთად. მინდა დავარწმუნო ის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა, მონოპოლიზებული მედიაგარემო განსაკუთრებით იმ მთავრობისთვის, რომელიც არანაირ რეფორმას არ აპირებს და მოსახლეობის კეთილდღეობას არანაირად არ აუმჯობესებს, იქნება დიდი წყევლა,“ - განაცხადა ტაბულას დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა.

 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.

 

 

 

 

 

დღის ამბები