19 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
"ჩვენ გამოვთქვით ჩვენი წუხილი მედიაპლურალიზმის მომავალზე,"- იან კელი მთავრობასთან შეხვედრას აფასებს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მედიათავისუფლების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და ამბობს, რომ დემოკრატიული ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, მედიათავისუფლება და პლურალიზმი. 

კელის კონკრეტულად რუსთავი 2-ის საქმეზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

"ჩვენ გვინდა წარმატებას მიაღწიოს ქართულმა დემოკრატიამ, რეფორმებმა. მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია, სწორედ ამიტომ შეხვედრებზე ჩვენ გამოვთქვით ჩვენი წუხილი მედიაპლურალიზმის მომავალთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეებისგანაც ვისმენდით, რომ ეს საკითხი მათთვისაც მნიშვნელოვანია,"- განაცხადა იან კელიმ. 

დღის ამბები