19 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს სასამართლო ხელისუფლებას" - ოთო კახიძე

ენმ-ს წევრი ოთარ კახიძე რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს "ბიძინა ივანიშვილის პირად კონტროლზე მყოფ საქმეს" უწოდებს და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი აკონტროლებს სასამართლო ხელისუფლებას, რაც რუსთავი 2-ის საქმეში კარგად ჩანს.

ამის შესახებ კახიძემ კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს სასამართლო ხელისუფლებას და თამაზ ურთმელიძის უკანონო გადაწყვეტილება მისი დაკვეთით იქნა გამოტანილი, რომელიც სააპელაციომ დატოვა ძალაში,“ - აცხადებს ოთო კახიძე.

უმცირესობის წევრი ასევე ამბობს, რომ ენმ ტელეკომპანიის ხელისუფლებისგან დასაცავად ყველა კანონიერ მეთოდს მიმართავს.

„ტელეკომპანიის დასაცავად ჩვენ ყველა დემოკრატიულ, კონსტრუქციულ ზომებს მივმართავთ, არ გამოვრიცხავთ მწვავე ფორმებსაც კი,“ - აცხადებს ოთო კახიძე, რომლის თქმითაც პარტიაში უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები ტელეკომპანიის დაცვისათვის არსებულ კონკრეტულ სტრატეგიაზე.

დღის ამბები