19 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
„ისინი წყვეტენ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ყოფნა-არყოფნის საკითხს,“ - გიორგი მშვენიერაძე "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეებზე საუბრობს

„მე მინდა მჯეროდეს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, იმაზე გაცილებთ მაღალ საფეხურზე აღმოჩნდებიან, ვიდრე აღმოჩნდა მანამდე პირველი ინსტანციის,“  - არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე და იმ მექანიზმებზე საუბრობს, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციები ტელეკომპანიას დაიცავენ. 

მშვენიერაძის თქმით, ბევრი რამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

„იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგად ესმის უზენაესი სასამართლოს სამივე მოსამართლეს, რომელიც კონკრეტული კოლეგიის სახით იხილავს ამ საქმეს, მათ კარგად ესმით, რომ ისინი მსჯელობენ არა რიგით კერძო სამართლებრივ დავაზე, არამედ ისინი წყვეტენ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ყოფნა-არყოფნის საკითხს. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელშიც თუნდაც ერთი უმნიშვნელო შეცდომის დაშვებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს რამდენიმე ათწლეული, ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუკი რუსთავი 2 ხელისუფლებს კონტროლის ქვეშ გადავა, ბევრი პარტნიორის თვალში საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი დაეცემა, რაც შიდა დემოკრატიული პროცესებისთვის დამაზიანებელი იქნება. 

დღის ამბები