რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2-ის იურისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ სხდომა, უზენაეს სასამართლოში, სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე ამ დრომდე მიმდინარეობს.
კომპანიის იურისტები მოსამართლეების ასისტენტებს ესაუბრნენ, რომელთა განცხადებით სხდომა სასამართლოში დილის 11:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ სხდომები მხარეებისთვის დახურულია და წარდგენილ მასალებს სამი მოსამართლე სწავლობს. როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება ეს უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მაქსიმუმ 2017 წლის 25 იანვარს სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს. სწორედ 25 იანვარს ეწურება უზენაეს სასამართლოს საქმის განსახილველად კანონით გათვალისწინებული 6 თვიანი ვადა.
შესაბამისად საქმეზე გადაწყვეტილება სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ 25 იანვრამდე ნებიერმიერ დღეს შიძლება გამოიტანოს.