მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი მედია არის პრიორიტეტული და ისინი არცერთი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევიან.
„მედიათავისუფლება იყო და რჩება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, რა მიმართულებითაც ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი განვიცადეთ ბოლო წლების განმავლობაში. საქართველოს მთავრობას არ ქონია და არც ექნება არანაირი ჩართულობა ნებისმიერ სარედაქციო პოლიტიკაში,“ - განაცხადა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ბაქრაძემ.
ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ რუსთავი 2-ის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რითაც არა მხოლოდ სამაუწყებლო კომპანია, არამედ მთლიანად სახელმწიფოს იმიჯი ზიანდება.
„ივანიშვილი და ქართული ოცნება დაჟინებით ცდილობს, რომ საკუთარი მავნე რეჟიმის მამხილებელი და მაკონტროლებელი დემოკრატიული მექანიზმი, როგორიც არის თავისუფალი, ოპოზიციურად, კრიტიკულად განწყობილი მედია ჩაახშოს, ამაში დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ავტორი: თეონა ცხომელიძე.