"პრესის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც უნდა იყოს დაცული ბოლო დროინდელ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებითაც," - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა გააკეთა. ჰერმანმა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
„ეს არის კონკრეტული საქმე, რომელიც სასამართლოში განიხილება და ალბათ გესმით, რომ ასეთ საქმეებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. მაგრამ, არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებები პრინციპები, რომლებიც ჩვენი ასოცირების უმთავრესი ნაწილია და რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია. რა თქმა უნდა, პრესის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც უნდა იყოს დაცული ბოლო დროინდელ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებითაც,“- განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
ავტორი: თეონა ცხომელიძე.