19 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
"იმედი მაქვს, უზენაესი სასამართლო ამ გამოწვევას თავს ღირსეულად გაართმევს" - ანა ნაცვლიშვილი "რუსთავი 2"-ის საქმეზე

რუსთავი 2-ის საქმის მნიშვნელობაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ და იმედოვნებენ, რომ უზენასი სასამართლო სამართლიან და ღირსეულ გადაწყვეტილებას გამოიტანს.

„სასამართლოს კანონი არ დაურღვევია ზეპირი მოსმენის გარეშე რომ მიმდინარეობს განხილვა, თუმცა შესაძლებლობა ქონდა საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ყოფილიყო უფრო მაღალი გამჭვირვალობის სტანდარტიც. საბოლოო ჯამში, სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, შეფასება იმ სამართლებრივი არგუმენტების, დასაბუთების და კანონმდებლობის და პრაქტიკის სწორი ანალიზის საფუძველზე, იმედი მაქვს, რომ უზენაესი სასამართლო ამ მნიშვნელოვან გამოწვევას თავს გაართმევს ღირსეულად,“- განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცის წევრებს მიაჩნიათ, რომ სამაუწყებლო კომპანიის საქმის გარშემო უამრავი კითხვის ნიშანი არსებობდა. 

ავტორი: თეონა ცხომელიძე. 

დღის ამბები