იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა რუსთავი 2-ის საქმეზე კომენტარი გააკეთა. თეა წულუკიანის თქმით, სამაუწყებლო კომპანიის მომავალი სასამართლოში მისთვის საინტერესო არ არის.
„რუსთავი 2-ის მომავალი სასამართლოში, ისევე როგორც რუსთავი 2-ის მოწინააღმდეგე მხარის მომავალი სასამართლოში ჩემთვის არ არის საინტერესო, არც ამ დავის გამოსავალია ჩემთვის საინტერესო, ჩემთვის საინტერესოა, რომ 15-მდე კამერა, მედია დგას, რომ საქართველოში არის მედიაპლურალიზმი და ეს მთავრობა, როგორც წარსულში, ასევე მომავალში არცერთ მედია არხს არ გააკონტროლებს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.