19 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
თავისუფალი მედია გადამწყვეტია დემოკრატიული საზოგადოებისთვის, "რუსთავი 2" ამ საზოგადოების ხმაა - ნიკოლას ბერლინერი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე რუსთავი 2-ის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ საელჩოს პოზიცია უცვლელია. ნიკოლას ბერლინერის თქმით, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია გადამწყვეტია დემოკრატიული საზოგადოებისთვის.

„ჩვენი პოზიცია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით უცვლელია. თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია გადამწყვეტია პლურალისტური და დემოკრატიული საზოგადოებისთვის, რუსთავი 2 კი ამ საზოგადოების ხმაა. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ რუსთავი 2-მა გააგრძელოს საქართველოში ამ როლის შესრულება,“- განაცხადა ნიკოლას ბერლინერიმ.

 

ავტორი: თეონა ცხომელიძე. 

დღის ამბები