19 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
„უზენაეს სასამართლოში აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ" - მანანა ნაჭყებია

უზენაეს სასამართლოში მიმდინარე რუსთავი 2-ის საქმეზე განმარტებები გაკეთდა არასაპარლამენტო ოპოზიციაში. მათი ნაწილი იმედოვნებს, მოსამართლეები ობიექტურ და პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალ გაადწყვეტილებას მიიღებენ.

„უზენაეს სასამართლოში აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ,“- აღნიშნა ახალი მემარჯვენეების პოლიტიკურმა მდივანმა, მანანა ნაჭყებიამ.

თინა ხიდაშელის თქმით, მას დიდი იმედი აქვს მოსამართლე ეკა გასიტაშვილის პროფესიონალიზმის და დამოუკიდებლობის.

ოპოზიციის ნაწილს, მათ შორის, თავისუფალი დემოკრატებისა და ლეიბორისტული პარტიის წევრებს კი მიაჩნიათ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მიაჩნიათ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც არ იქნება პოლიტიკურად ზეგავლენისგან თავისუფალი.

„ის არის პოლიტიზირებული და ემსახურება ბიძინა ივანიშვილის მიზანს, ჩაყლაპოს მედიასივრცე,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ოპოზიციის წევრები აღნიშნავენ, რომ საზოგადოების როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

ავტორი: თეონა ცხომელიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები