უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, რუსთავი2-ის საქმის უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის გადაცემის შეფასებისას კურიერის პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ სასამართლო მთლიანად კონტროლირებად სფეროდ რჩება და არსებული გადაწყვეტილებაც არ იძლევა ოპტიმიზმის შესაძლებლობას.
„არსებობს ერთი რისკი, რომ, რადგან უზენაეს სასამართლოს ანალოგიურ შემთხვევაში მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება და საქმე უნდა დაებრუნებინა უკან, არსებობს რისკი, რომ ამ გადაწყვეტილებით მოხდეს ამ პრეცედენტის შეცვლა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა და პირდაპირ ხელს აძლევს რუსთავი2-ის დღევანდელ მფლობელებს და არხის დამოუკიდებლობას. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, მთელმა ამ პროცესმა ძალიან ნაკლები იმედი და სივრცე დატოვა ოპტიმიზმისთვის,“ - აცხადებს დავით ბაქრაძე.