თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, შალვა შავგულიძე, რუსთავი2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაში დიდ ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ხედავს.
როგორც შავგულიძემ კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, ქართულ ოცნებას „დაუოკებელი ჟინი და სურვილი აქვს“, რომ გააკონტროლოს ყველა ინსტიტუცია და მათ შორის, მედია.
„თუ დიდ პალატაზე არ მოხდა ზეწოლა ხელისუფლებისგან და მიეცემა საშუალება, დამოუკიდებლად მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ეს კარგია. მაგრამ თუ მოხდება ზეწოლა, როგორც ეს ხდებოდა ქვედა ინსტანციებში, ასეთ შემთხვევაში უარესია, ვინაიდან უფრო მომეტებულ ლეგიტიმაციას შეიცავს ეს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.