საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი ლაფერაშვილი, რუსთავი2-ის თანამშრომლების გადაბირების შესახებ გადაცემა არჩევანში ღიად საუბრობს და ამბობს, რომ ასეთ ფაქტებს ბოლო პერიოდში არა ერთს ჰქონდა ადგილი.
გიორგი ლაფერაშვილის განცხადებით, რუსთავი2-ის გუნდს სურს, იმუშაოს თავისუფალ გარემოში, არსებული გაუგებრობის გარეშე.
„ჩვენ ამ რეჟიმში გვიწევს მუშაობა. გუნდს გვინდა, რომ ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც ვიცით და რეიტინგების მიხედვით თუ ვისმეჯელებთ, ვიცით და კარგად გამოგვდის. ნაკლებად საინტერესოა ის წიაღსვლები, რა ხდებოდა 10, 12, 15 წლის წინ ამ ტელევიზიასთან დაკავშირებით, რაც ყველამ იცის, რა და როგორ ხდებოდა, ეს ერთადერთი ვერ გაიგო წინა ინსტანციების სასამართლომ,“ - განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა.