19 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
არ ვფიქრობ, რომ დიდ პალატაში 9 მოსამართლე ხარაკირს ჩაიტარებს ვიღაცის პოლიტიკური დაკვეთის შესასრულებლად - ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია კავკასიის გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, დარწმუნებულია, რომ დიდი პალატა გამოიტანს რუსთავი2-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას.

მან ამის შესახებ გადაცემა არჩევანში ისაუბრა და საკუთარ თავს „ზღვარგადასული ოპტიმისტი“ უწოდა.

„ეს იქნება აბსოლუტური სიგიჟე, თუკი ასე იქნება. მე არ ვფიქრობ, რომ 9 ადამიანი ადგება და ხარაკირს ჩაიტარებს იმის გამო, რომ ვიღაცის პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს. თუკი ეს მართლა მოხდება, მაშინ ეს უკვე რუსთავი2-ის პრობლემა აღარ იქნება,  ეს იქნება უკვე ქვეყნის პრობლემა,“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა, რომელმაც უკვე ჩავლილ სასამართლო პროცესებს "სამარცხვინო" უწოდა და აღნიშნა, რომ, თუკი  დიდ პალატაშიც გაგრძელდება ეს ვითარება ეს უკვე ხელისუფლებისათვისაც პრობლემა იქნება.

„სერიოზული ნაბიჯებით წავალთ წინ ავტორიტარიზმისაკენ და ეს იქნება ხელისუფლების პრობლემაც. ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესებით მე მაქვს განცდა, რომ ვიღაც ერთი უხილავი ხელი ალაგებს სატელევიზიო სივრცეს,“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

დღის ამბები