ენმ-ის წარმომადგენელი ელენე ხოშტარია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და ამბობს, რომ ყველა ინსტანციას, რაზეც ქვეყნის დემოკრატია დგას, კონტროლს ივანიშვილი ამყარებს.
ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
„4 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გაექცა საზოგადოების წინაშე ყოველგვარ პასუხისმგებლობას და რომელსაც გააჩნია განუსაზღვრელი ფინანსური რესურსი და ახლა უკვე პოლიტიკური რესურსიც, მიზანმიმართულად ანგრევს ყველა იმ მექანიზმს, რომელზეც დგას დემოკრატია. ყველა კონტროლის მექანიზმი იმისთვის, რომ ძალა არ იყოს კონსოლიდირებული ერთ ხელში და არსებობდა ბალანსი, ყველაფერს ანგრევს,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.
ის რუსთავი2-ის საქმეზე საუბრისას ამბობს, რომ მედიასთან ბრძოლა თავად ხელისუფლებისთვის არის სახიფათო.
„ეს ძალიან მძიმე შედეგით დასრულდება ხელისუფლებისთვის. არც ერთ ხელისუფლებას ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში არ გასვლია მედიასთან ასეთი დამოკიდებულება და ზუსტად ასე დასრულდება რუსთავი2-ის საქმეც,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.