„მიმდინარეობს რუსთავი2-ის მიტაცების სამარცხვინო პროცესი“, - ასე აფასებს ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა ,ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესებს და ამ პროცესების უკან ის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს.
ამის შესახებ გიორგი გუგავამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
„ხელისუფალი ერთია ამ ქვეყანაში და ეს არის ივანიშვილი, დანარჩენები არიან მისი მარიონეტები. მე ვფიქრობ, რომ უფრო სხვა პრობლემებიც ჩანს, რაც ქვეყნის სუვერენიტეტთან არის დაკავშირებული და, რაც თანამედროვე საბჭოურ წიაღში დაბრუნებას გულისხმობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ის არის რუსი ოლიგარქი, მარიონეტი, მონა პუტინისა და ვიცით, პუტინს რა გეგმებიც გააჩნია საქართველოს მიმართულებით,“ - აცხადებს გიორგი გუგავა.