19 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
რუსთავი2-ზე გადის სიტყვის თავისუფლება - ნინო გოგუაძე

"რუსთავი2 ხელისუფლებისთვის დამოუკიდებელი მედიაა, რომელზეც გადის სიტყვის თავისუფლება," - ეს განცადება რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ნინო გოგუაძემ, გააკეთა. გოგუაძე ამბობს, რომ ის იბრძოდა და იბრძოლებს მედიის თავისუფლებისთვის. 

გოგუაძის განცხადებით, ის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს იბრძოდა ტელეკომპანიების იმედისა და იბერიის დასაცავად და იბრძვის დღეს რუსთავი2-ის უფლებების დასაცავად. გოგუაძე ამბობს, რომ ის მედიაპლურალიზმის აუცილებლობის გამო იბრძოდა მაშინაც კი, როცა ის კოალიცია ქართული ოცნების წევრი იყო, მაშინ მან მხარი არ დაუჭირა კანონს რეკლამის შესახებ. 

"მე თანმიმდევრულად ვიბრძოდი ყოველი ხელისუფლებისგან დახურული მედიის დასაცავად, ვიბრძოდი ნაციონალების დროსაც და ვიბრძვი დღესაც. ვიბრძოდი, როცა ვიყავი უმრავლესობაში და ვიბრძვი დღეს, როცა ოპოზიციაში ვარ. საკუთრების უფლების სახელით "დამოუკიდებელი სასამართლოს" მეშვეობით შეუტიეს სიტყვის თავისუფლებას, ანუ რუსთავი2-ს, ანუ ყველაფერი არეულია ერთმანეთში. დემოკრატიის ფუნდამენტი, როგორიც არის სასამართლო, არ გვაძლევენ სააშუალებას, პატივი ვცეთ. სასამართლოს ნდობა უზენაესს სასამართლოზე გადის. მიხარია, რომ სამმა მოსამართლემ ვერ აიღო ისეთი გადაწყვეტილების მიღება საკუთარ თავზე, როგორიც მიიღო ურთმელიძემ. მე ამ საქმეს ოპტიმიზმით არ ვუყურებ. ძალიან კარგად ვხედავ ტენდენციებს. მურუსიძეს სასამართლო იმიტომ ჩააბარეს, რომ სწორედ უირთმელიძისნაირი გადაწყვეტილებები მიეღოთ," - განაცხადა გოგუაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები