არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ როდესაც საქმე გადაულოცა დიდ პალატას, მოიხსნა პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტვირთი.
ამის შესახებ გიორგი მშვენიერაძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
"რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა 2012 წლის არჩევნების შემდგომ რომ ყოფილიყო ისეთივე, როგორიცა არის იმედის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა ქიბარ ხალვაშის სახელით წარმოებული დავა არ იარსებებდა. ეს დავა მხოლოდ იმიტომ არის, რომ რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი," - ამბობს მშვენიერაძე და დასძენს, რომ დიდი პალატის მოსამართლეებს რუსთავი2-ის საქმის განხილვისას "მარტივი ტესტის ჩაბარება მოუწევთ".
„საკითხი დგას ასე, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მოსამართლეებიდან 5 მაინც თუ აღმოჩნდება ისეთი, რომელთათვისაც საკუთარი პრინციპები, ერთგულება დემოკრატიისათვის და სახელმწიფოსათვის იქნება თუ არა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მათ მიერ დროებით ბენეფიტების მიღება სახელმწიფოში,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.