19 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
ხალვაშისთვის რუსთავი2-ის გადაცემით ქვეყანაში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული სისტემა თავდაყირა დადგება - ეკა გიგაური

"ქიბარ ხალვაშისთვის რუსთავი2-ის გადაცემით ქვეყანაში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული სისტემა თავდაყირა დადგება," - ეს განცხადება რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა, გააკეთა.

გიგაურმა სასამართლოს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ გადაწყვეტილებაზეა და დემოკიდებული ჩამიშლება თუ არა ქვეყანაში საკუთრების უფლების სისტემა. 

"წელიწადზე მეტია, რუსთავი2-ის დავა მიმდინარეობს და კონკრეტულად ამ დავაზე და დარღვევებზე ვსაუბრობთ. მაგრამ გლობალურად თუ შევხედავთ, ამას შეიძლება, ძალიან დიდი პრობლემები მოჰყვეს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ უზენაესი სასამართლო მიაკუთვნებს სხვას რუსთავი2-ის მფლობელობას, მომავალში თუ შემოვა ინვესტორი და შეიძენს, ვთქვათ, სასტუმროს, ეს სასტუმრო კი მანამდე რამდენიმე მფლობელის ხელში იყო, მაღალი მტკიცების გარეშე შეიძლება მან ანუ ინვესტორმა, ეს სასტუმრო დაკარგოს. 

"რუსთავი2-მა უამრავი მფლობელი გამოიცვალა და სისტემა, რომელიც გვაქვს საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, თავდაყირა დადგება. არ იქნება ეს გარემო მიმზიდველი ინვესტორებისთვის. იგივე მოხდება ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, რომელმაც შეიძლება, იყიდოს ბინა და წლების წინ ბინის მფლობელმა მოითხოვოს, რომ ბინა უკან დაიბრუნოს, რადგან თავის დროზე ეს ბინა საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად გაყიდა. 

"აქ სასამართლო დიდი გამოცდის წინაშეა. ჩვენ დღეს სასამართლოს ვთხოვთ, რომ გაუძლოს კონკრეტული ჯგუფისგან მომდინარე ზეწოლას. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი. შეუძლებელია დემოკრატიულ განვითარებაზე საუბარი, თუკი ჩვენი განსაკუთრებით გავლენიანი ადამიანები არ გაითვალისწინებენ, რომ მედიათავისუფლება და პლურალიზმი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. თქვენი დავა არ არის კერძო დავა და ეს უკავშირდება ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა ეკა გიგაურმა.  

დღის ამბები